logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
- +

13 თებერვალი. 2017. 11:41



სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატოს II მკ/რ-ის N25-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 500 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.


ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 


დაზიანების ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.


აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 13 თებერვალს, 07:30 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:


სამგორის  რაიონში:

ზემო პლატოს დასახლებას; კალოუბნის და ხომლელის ქუჩების ნაწილს; აეროდრომის დასახლების VII - XIV ქუჩებს; ჯავახეთის I და II შესახვევებს; სამხედროს დასახლებაში: აბაშვილის ქუჩას;

 

ისნის რაიონში:

წულუკიძის III შესახვევს; გიორგაძის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის ნაწილს.

 


დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner