სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ოპერაცია ბერლინის კლინიკაში დაიწყო.
როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, გერმანელი ექიმების თქმით, პატრიარქის მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
„პატრიარქის მდგომარეობა, როგორც გერმანელი ექიმები ამბობენ, უფრო უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.