რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა, პროტოიერეიმ იგორ იაკიმჩუკმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია.
„უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მთლიანად ეს ისტორია საკმაოდ უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ საქართველოს გარეთ იმყოფება", - განაცხადა იაკიმჩუკმა.
მისი თქმით, რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიაში ჯერ არ არის ნათელი, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს თუ ეს საინფორმაციო ბრძოლის ნაწილია.
„მიუხედავად ორ ქვეყანას შორის კრიტიკული მომენტებისა, საეკლესიო ურთიერთობებს ზიანი არ მიყენებია. პირიქით, უფრო მტკიცე ხდებოდა", - აღნიშნა იაკიმჩუკმა.