logo_geo
eng_logo
ახალქალაქში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
- +

13 თებერვალი. 2017. 17:55



„თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრებს კიდევ ერთი ობიექტი ახალქალაქში შეემატა. დღეისათვის ახალქალაქში კომპანია წარმოდგენილია შოურუმით, სადაც დაგხვდებათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები, კომფორტული გარემო და მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია: საბურავები, ზეთები, ფილტრები, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სპეც-ტექნიკის სათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები, სერვისის დანადგარები, ინსტრუმენტები და სხვა საავტომობილო აქსესუარები.  ფილიალში ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ „ტაქს ფრი" სერვისით.


„თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი" არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების  მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner