logo_geo
eng_logo
თემურ თორდინავა: 100 %-იანი დასწრების შემთხვევაში, ბაღებში ერთი ბავშვის კვების ფასი 3,22 ლარია
- +

13 თებერვალი. 2017. 18:28



თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ „დღის შოუს" ეთერში ბაღებში არსებულ კვების პრობლემებზე ისაუბრა. თორდინავამ ყურადღება გაამახვილა ტენდერის საკითხზე და განაცხადა, რომ ის კომპანია იმარჯვებს ტენდერში, რომელიც აკმაყოფილებს რამდენიმე სტანდარტს. მისი თქმით, ამ დროს ყურადღება მახვილდება ხარისხზე.


„თბილისმა კანონიერად ჩადო ტენდერში ორი მოთხოვნა: კომპანიას უნდა დაეკმაყოფილებინა როგორც ერთი მხრივ აისო-ს სტანდარტები, ასევე ჰასპის სტანდარტები. აისო ეს არის მენეჯმენტის მაჩვენებელი, ხოლო ჰასპი - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს სწორედ ამ მიმართულებებს. ჩვენ აუცორსინგზე გავიტანეთ სამზაურეულოს ბლოკი, ანუ კომპანიას, რომელიც ახორცილებს ერთი მხრივ, უვნებელი საკვების მიწოდებას, ამავდროულად ევალება უშუალოდ სამზარეულო ბლოკის დეზინფექცია, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი და, ამავდროულად, ნარჩენების მართვის განხორციელება. რეალურად ეს კომპანია პასუხისმგებელია არამარტო უვნებელი საკვების მიწოდებაზე, ასევე ჰიგიენური წესების მოწესრიგებაზე კვების ბლოკში და ნარჩენების მართვაზე. გამარჯვებული კომპანია კი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

 

ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი და მოიგო ერთმა კომპანიამ როგორც ხარისხის სისტემით, ასევე ფასით. ფასი გამოცხადებული იყო ერთ ბავშვზე, რაც 100%-იანი დასწრების შემთხვავაში დღეში 3,22 ლარია. ჯამურად 60 000 ბავშვის კვება 100%-იანი დასწრების შემთხვევაში ჯდება 37 მილიონი, მაგრამ რეალური დასწრება ხშირ შემთხვევაში არის 65% , ჩვენ გამოვდივართ სწრებადობიდან. ეს შედის კომპანიის ინტერესებში, ის აკონტროლებს დასწრებას, ანუ საკვები რა რაოდენობითაც სჭირდებათ, იმ რაოდენობით მიეწოდებათ და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულმა მიდგომამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცა და, მე ვთვლი, რომ ეს იყო ის ძირეული რეფორმა, რომელმაც კვების მიმართულება ერთი მხრივ, კალორაჟის კუთხით მოაგვარა და მეორე მხრივ, ერთიანი მენიუების მიმართულებით", - განაცხადა თორდინავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner