logo_geo
eng_logo
დეკანოზი შიო პაიჭაძე გიორგი მამალაძეზე: ძალიან უყვარდა პატრიარქი!
- +

13 თებერვალი. 2017. 23:04



მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შიო პაიჭაძემ.


„არ მჯერა ამ ფაქტის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის პოტენციური მკვლელი. რა მნიშვნელობა აქვს, მოკლა თუ არ მოკლა, შესრულდა თუ არ შესრულდა. ადამიანზე უნდა ვთქვათ, რომ მკვლელია?! - ეს ძალიან რთული ბრალდებაა. მე არც ჩვენს სპეცსამსახურებს გავაკრიტიკებ ამ კუთხით, აქ რაღაცა სხვა სიტუაციაა, ალბათ უფრო გაურკვევლობაა.

 

მესმის, რომ ზოგადად, სპეცსამსახურების მოვალეობაა, რომ გააკონტროლოს სიტუაცია,მაგრამ მე არ მჯერა, რომ სასულიერო პირმა მსგავსი რამ იკადროს. ძალიან უყვარდა პატრიარქი და პატრიარქიც ენდობოდა, საჭმელი თავისი ხელით შეჰქონდა. მე ეს მინახავს, ისეთი მამობრივი დამოკიდებულება ჰქონდა და ასეთი ბრალდება წარმოუდგენელი რამ არის", - აცხადებს დეკანოზი შიო პაიჭაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner