სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას შვილის დაკავებას ეხმიანება. როგორც მაღლაკელიძე აცხადებს, მისთვის შვილის დაკავების მიზეზები უცნობია.
„როგორც უნდა ღმერთს, ისე იქნება. ჩვენ ბრალდებაზე არაფერი ვიცით. არც გავრცელებული ინფრმაცია არ ვიცით. მეტი ოჯახი ჩვენ არ გვაქს, ყველა აქ ვართ და გასაქცევად საქმე არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი მალაძის დედამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.