logo_geo
eng_logo
როგორ გამოიყურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ოპერაციის შემდეგ
- +

14 თებერვალი. 2017. 00:29



გერმანიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც საქართველოს საპატრიარქო იუწყება, „ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა". ბერლინის კლინიკის ქირურგის მარტინ შტრიკის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.


საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.


პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.


 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner