გერმანიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც საქართველოს საპატრიარქო იუწყება, „ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა". ბერლინის კლინიკის ქირურგის მარტინ შტრიკის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.