logo_geo
eng_logo
საქართველოს საპატრიარქო: დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ჩვენთვის სრულიად მოულოდნელია
- +

14 თებერვალი. 2017. 01:26



საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე პირველ განცხადებას ავრცელებს:


„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

 

მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის.

 

სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.

 

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს",- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner