logo_geo
eng_logo
მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადება ილია მეორის მოწამვლის მცდელობაზე
- +

14 თებერვალი. 2017. 11:45




მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს.

 

„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ", - განაცხადა ვსევოლოდ ჩაპლინმა.

 

„პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი", - აღნიშნა რადიოსადგური НСН-ის ეთერში ვსევოლოდ ჩაპლინმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner