პატრიარქის პირადი ექიმის შალვა პეტრიაშვილის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და მას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაწერენ საავადმყოფოდან.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.
ბერლინის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებს.