სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, შალვა პეტრიაშვილის ინფორმაციით, როდის გაწერენ პატრიარქს კლინიკიდან, სავარადუდო, დღეს ან ხვალ გადაწყდება.
პეტრიაშვილის განცხადებით, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს და უკვე შეუძლია წამოჯდომა და გადაადგილება.
შალვა პეტრიაშვილის თქმით, პატრიარქს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.