logo_geo
eng_logo
პატრიარქის ექიმი: ილია მეორე თავს კარგად გრძნობს
- +

14 თებერვალი. 2017. 15:47



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, შალვა პეტრიაშვილის ინფორმაციით, როდის გაწერენ პატრიარქს კლინიკიდან, სავარადუდო, დღეს ან ხვალ გადაწყდება.


პეტრიაშვილის განცხადებით, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს და უკვე შეუძლია წამოჯდომა და გადაადგილება.


შალვა პეტრიაშვილის თქმით, პატრიარქს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner