დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა პირველ კომენტარს აკეთებს:
„ინფორმაციას ტელევიზიით ვიგებთ. რადგან ჩვენი შვილი იყენებდა დუმილის უფლებას, ჩვენც არ ვლაპარაკობდით. როგორ შეიძლება მღვდლის დედას სჯეროდეს იმ ინფომაციის, რაც პროკურატურამ განაცხადა. ჩემი შვილი ეკლესიაში არც ქუჩიდან და არც მხედრიონიდან მისულა, არამედ შეგნებით ჰქონდა გადაწყვეტილი. პატრიარქის გამო ოჯახს გადაწევს უკანა პლანზე. ამიტომ სისულელეა ეს ყველაფერი. მუქარასთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, მას თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა ჰქონდა და მასზე არ საუბრობდა," - განაცხადა ქეთევან მაღლაკელიძემ.
ქეთევან მაღლაკელიძის თქმით, მისი შვილი ოჯახის უსაფრთხოდ ყოფნას ითხოვს, რის საფუძველიც მას აქვს.