logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ სპორტში აქტიურად ვიყავი ჩართული, ძალიან კარგად ვსწავლობდი
- +

14 თებერვალი. 2017. 17:58



ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემაში „რა დროს ძილია" განაცხადა, რომ განათლებული ადამიანი ყველა დროში ფასდება.


კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მიმართულების პროფილი აირჩია და სურდა სპორტისთვის დაეკავშირებინა ცხოვრება, პარალელურად ცდილობდა კარგი განათლებაც მიეღო, რადგან იცოდა, რომ მომავალში გამოადგებოდა.


„მთელი ბავშვობა, მიუხედავად იმისა, რომ დედას უნდოდა, მოცეკვავე გამოვსულიყავი, შინაგანი განწყობა მქონდა, რომ ფეხბურთი, სპორტი იყო ჩემი, თუმცა ამავდროულად, მშობლების მხრიდან იყო რჩევა - რომ აუცილებელი იყო განათლება. ახლაც არის ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომ თუ სპორტსმენი ხარ, აუცილებლად უნდა იყო გაუნათლებელი, არ უნდა გქონდეს ინტელექტი, რაც აუცილებლად უნდა დავამსხვრიოთ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტში აქტიურად ვიყავი ჩართული, ძალიან კარგად ვსწავლობდი. ხუთებზე დავამთავრე სკოლა. უნივერსიტეტშიც კარგად ვსწვალობდი. კიევის დინამოში ვთამაშობდი და დაუწრებლად ვაბარებდი, მიწევდა ჩამოსვლა, გამოცდები ჩამებარებინა, რადგან ვიცოდი, რომ მომავალში გამომადგებოდა", - განაცხადა კახა კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner