logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

14 თებერვალი. 2017. 23:13



საბურთალოს რაიონში, გიორგი ბრწიყნვალეს ქ.  N13-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"   მაგისტრალური წყალსადენის ქსელი  დაზიანდა.


ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი  სამუშაოები მიმდინარეობს.


აღნიშნულთან დაკავშირებით  ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 14 თებერვალს, ღამის 22:15 -დან ხვალ, 15 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:


საბურთალოს რაიონში:

 

დიდი დიღმის  I მიკრორაიონს, მირიან მეფის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner