საბურთალოს რაიონში, გიორგი ბრწიყნვალეს ქ. N13-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 14 თებერვალს, ღამის 22:15 -დან ხვალ, 15 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
დიდი დიღმის I მიკრორაიონს, მირიან მეფის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.