„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არაფერია გასაკვირი, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები ღიად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა სერიოზულ საფრთხეშია", - აცხადებს "ჯეონიუსთან" ჟურნალისტი დათო ქაქუთია.
ქაქუთია თვლის, რომ ეს ფაქტი ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და საეჭვო კითხვებსაც სასწრაფოდ უნდა გასცეს პასუხი, რადგან უდავოა, რომ "იქ არც ისეა საქმე, როგორც საზოგადოებას გააცნეს", წინააღმდეგ შეთხვევაში, ქაქუთიას თქმით, ეს საკითხი ბუმერანგივით მოუბრუნდება უკან და თანაც ძალიან მალე.
„მინდა ერთი კითხვა დავსვა, დღეს „რუსთავი 2" ასეთი ძლიერი ტელევიზია, ასეთი ყოჩაღი ჟურნალისტებით სად იყო სააკაშვილის დროს ციხეებში ხალხს რომ აწამებდნენ, რომ ხოცავდნენ, შესძლებიათ თურმე გამოქექვა, სად იყვნენ დღეს უკვე პროფესიონალი ჟურნალისტები მაშინ როცა თითო - ოროლა რომ ვწერდით სიმართლეს და ან გვდევნიდნენ, ან გვემუქრებოდნენ და ყველაზე კარგ ვარიანტში ვანოს შოუში რომ გვაღადავებდნენ?", - აცხადებს დათო ქაქუთია.
წყარო: GEONEWS