ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
„თავიდან თქვეს რომ ორი დღე ალბათ გავაჩერებთო, მაგრამ იმდენად კარგად არის თვითონაც, როგორც კი გამოვიდა ნარკოზიდან, თქვა ავდგებიო და წავიდეთ თბილისშიო. რა თქმა უნდა, ესე არ შეიძლება, მაგრამ დღეს გადმოიყვანეს პალატაში, გუშინ დამთავრდა ოპერაცია. არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს წუთია შეიყვანეს პალატაში.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩაიარა რაღაცა საფრთხემ, მადლობა ღმერთს", -მეუფე ნიკოლოზმა.