logo_geo
eng_logo
ლიზა ბაგრატიონი: ჩემი ოცნება იყო ძველ თბილისში მეცხოვრა, მაგრამ ჯოჯოხეთში მოვხვდი
- +

15 თებერვალი. 2017. 02:47


 

მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა პარლამენტში სადაც ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებისა და ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საკანონმდებლო წინადადებას განიხილავდნენ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:


სამწუხაროდ არ აღმოვჩნდით ისეთი საზოგადოება, რომელიც ჩვენით ვუწევთ ანგარიშს. ღირსების აყრა ადამიანისთვის ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს არის ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება.

 

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც უბრალოდ ადამიანისთვის, რომლისთვისაც არ არის სულერთი სხვისი ცხოვრება, ადამიანები არიან გაუსაძლის პირობებში , ეს არის ის, რისი გაძლებაც შეუძლებელია. ამ ზაფხულს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება.

 

მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ამ საჩივარს შეიტანს ევროპარლამენტში.

 

სხვის ხარჯზე გაკეთებული ბიზნესი არ უნდა არსებობდეს. ჩვენ არც ერთი წინააღმდეგი არ ვართ ლეგალური, წესიერი, მომგებიანი ბიზნესის, რომელიც დაგვეხმარება უკეთესი ეკონომიკის განვითარებაში, უკეთეს სოციალურ მდგომარეობაში ცხოვრებაში. მე, როგორც ადამიანი, რომელსაც ყველაზე ძალიან მიყვარს მუსიკა და მე თუ ცოცხალი ვარ ამ ქვეყნის პირობებში, არის მხოლოდ მუსიკის დამსახურება, ვარ 2 ხელით მომხრე, რომ ჩვენთან არსებობდეს საკლუბო ცხოვრება, რომელიც სხვათაშორის ძალიან პოპულარულია თურმე, ძალიან ბევრი კლუბი ახერხებს იმას, რომ არავინ შეაწუხოს, ამიტომ ვთხოვთ მათ, ან შეიცვალონ პროფილი, ან გაიღონ ხარჯები ერთჯერადი, რომელიც მერე წლები ეყოფათ იმისათვის, რომ უფრო მეტი ფული იშოვონ, ან შეცვალონ დროები, ან სხვა ადგილებში გადაინაცვლონ, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ, თუ არ უნდათ ამ ფულის დახარჯვა. ეს არ არის გასაჯანჯლებელი თემა, ეს არ არის ის თემა, რომელსაც წლები დაველოდებით. ეს ტურისტი ბაბაიად ნუ აქციეთ, ტურისტს სადაც მიანიშნებ, რომ არის ასეთი ცხოვრება და ასეთი კლუბ , რომელიც არავის აწუხებს.. ტურისტს არ უნდა, რომ იცეკვოს მაშინ, როდესაც შენ ამ დროს 400 გაქვს წნევა და სასწრაფო გყავს იმიტომ, რომ წარმოუდგენელია წლები ვერ ისვენებდე და ვერ იძინებდე. ჩვენ ვართ ჩვენი ბავშვების იმედად, რომლებსაც ფსიქიკა აქვთ მოშლილი იმის გამო, რომ არ ძინავს ღამე.

 

გარდა იმისა, რომ ჩვენ 21- საუკუნეში გვინდა, ცივლიზებული სამყარო ვიყოთ, მე მინდა იმ საზოგაოდებაში ვცხოვრობდე, სადაც ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ", - აღნიშნა ლიზა ბაგრატიონმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner