logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკმა“ დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100 000 დოლარი გამოყო
- +

15 თებერვალი. 2017. 12:17



„საქართველოს ბანკმა" „კავკასიის ბუნების ფონდთან" (CNF) მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც „საქართველოს ბანკის" ფონდის „სიცოცხლის ხის" მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადჭერისთვის 100 000 დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს.


„საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

 

„გარემოს დაცვაზე ზრუნვა „საქართველოს ბანკის" ერთერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, ბანკი გარემოს დაცვით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ბანკი „კავკასიის ბუნების ფონდთან" (CNF) რამდენიმე წელია თანამშრომლობს და 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ჩათვლით, ჯამში 500 000 დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის", - ნათქვამია „საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner