პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ეს მას არ ეხება". ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შორენა თეთრუაშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გამოეხმაურა.
„ეს მე არ მეხება, ვიღაც სხვა ადამიანზე ლაპარაკობს ეტყობა", - განაცხადა თეთრუაშვილმა.
„პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს „ოქროს თევზს" ეძახის", - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემაში „არჩევანი" განაცხადა.