logo_geo
eng_logo
დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ-კურსებს უფასოდ გაივლიან
- +

15 თებერვალი. 2017. 15:01


 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები  „ნებულას" ვებ-გვერდზე (http://www.nebula.ge)  საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი  დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ნებულას" აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ  მოაწერეს.


 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner