საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები „ნებულას" ვებ-გვერდზე (http://www.nebula.ge) საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „ნებულას" აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ მოაწერეს.