საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა 1 მარტიდან ამოქმედდება. ცვლილება პირველ ეტაპზე სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს შეეხება. დაწესებულებას, რომელსაც პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში არ ექნება მინიჭებული შესაბამისი დონე და არ ჰყავს წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვეღარ ჩაერთვება. პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, შერჩევითი კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.
სიახლეს ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრი ამ წუთებში სამინისტროში აცნობს.