logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
- +

15 თებერვალი. 2017. 16:39



სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N25-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"    მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.


„ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  ქსელის აღსადგენად ტექნიკური  სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს.

 

დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 15 თებერვალს, 20:00 საათამდე  წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

 

სამგორის რაიონში:

ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner