გლდანის რაიონში, ლიბანის I ჩიხში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 15 თებერვალს, ღამის 22:00 -დან ხვალ, 16 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
ლიბანის, ბარალეთის, მ. წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის და სარაჯიშვილის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.