logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

15 თებერვალი. 2017. 22:20



გლდანის რაიონში, ლიბანის I ჩიხში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"   მაგისტრალური წყალსადენის ქსელი  დაზიანდა.


ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი  სამუშაოები მიმდინარეობს.


დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 15 თებერვალს, ღამის 22:00 -დან ხვალ, 16 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:


გლდანის  რაიონში:


ლიბანის, ბარალეთის, მ. წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის და სარაჯიშვილის ქუჩებს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner