logo_geo
eng_logo
„აუდიტორია 115“ „ბიბლუსი გალერეაში“ შეჭრის ფაქტს უარყოფს
- +

15 თებერვალი. 2017. 23:30



„აუდიტორია 115" ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსი გალერეაში" შეჭრის ფაქტს უარყოფს.


როგორც „აუდიტორია „115"-ის წარმომადგენელმა, ნათია ქარჩილაძემ „ინფო 9"-ს განუცხადა, „ბიბლუსის" ორი თანამშრომელი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების დარღვევებთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.


„ბიბლუსის" ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ჩვენ მივედით „ბიბლუს გალერეაში" და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მენეჯერს გავესაუბრეთ, შეჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა ნათია ქარჩილაძემ.


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც „აუდიტორია 115"-ს წევრის თქმით, მაღაზიის მენეჯერმა გამოიძახა.


რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ვიდეო, რომელშიც „ბიბლუსის" თანამშრომლები დამსაქმებლებს, საკუთარი შრომითი უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner