logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: ვინც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაუწყებს პატრიარქს ლაპარაკს, იგი მისი პირადი მტერია!
- +

16 თებერვალი. 2017. 00:45


 

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ვინც ამ თემებზე დაუწყებს პატრიარქს ლაპარაკს, იგი მისი პირადი მტერია. რაც შეეხება მის კავშირს რუსეთთან, მეუფე იაკობი ამას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი ეპისკოპოსია, რომელსაც რუსეთი ვიზას არ აძლევს.


„ჩავალთ საქართველოში, გამოჯანმრთელდება პატრიარქი. მადლობა ღმერთს, მალე გამოჯანსაღდება. ყველაფერი კარგად მიდის და მერე როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება. შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს „რუსთავი 2"- ის ვერსიაა და სერიოზულად არ ვუყურებ. დაველოდოთ გამოძიებას, თუ ვარ რამეში დამნაშავე, უნდა დავისაჯო. არავის არ უნდა დავაფაროთ ხელი. ვისაც არ დასჯიან, ჩვენ დავსჯით.

რაც შეეხება ჩემს რუსულ გავლენებს, ეს აბსურდია. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ, რომელსაც რუსეთი ვიზას არ აძლევს და ქვეყანაში არ უშვებს", - განაცხადა იაკობმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner