logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია გიორგი გაბუნიას: არ მახსოვს, რომ თქვენ თავი შეგეკავებინათ ტელედებატების მოწყობისგან ეკლესიის თემაზე
- +

16 თებერვალი. 2017. 01:08



საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია „რუსთავი 2"­ს, კერძოდ კი გადაცემა „არჩევანს" ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ საპატრიარქოს საკითხებზე საუბრის დეფიციტი არ არსებობს.


„რაღაც არ მახსოვს, ბატონო გიორგი, რომ თქვენ თავი შეგეკავებინათ ტელედებატების მოწყობისგან ეკლესიის თემაზე" ,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.


ის ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ არჩევანის ეთერში გაჟღერებული ფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა სიახლე იყო.


„მე ვისურვებდი, რომ გუშინ დასახელებული ფაქტები, მეუფე პეტრეს მიერ, გამყარებული იყოს დოკუმენტალურად" , - აცხადებს ლაშა ჟვანია.


მისი აზრით, უნდა ჩატარდეს აუდიტი, რათა გაირკვეს სრული ინფორმაცია, როგორ და რა მიზნით მოიხმარენ საპატრიარქოს ქონებას. ის აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია ეკლესიაში არ იყოს პრობლემა". მისი აზრით, ამ პრობლემების გადაჭრით ყველა ყოველდღიურად უნდა იყოს დაკავებული. მლაშა ჟვანია ასევე აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქმა ყოველთვის მპრობლემის არსში იცის ჩაძიება და „შეხვედრას არ დაასრულებს ისე, თუ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ გამოინახა".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner