სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთ ქადაგებაში ერს ამ სიტყვებით მიმართავს:
„გაუფრთხილდით ერთმენეთს. წარსული უკან აღარასოდეს დაბრუნდება. იცით, რამდენ რამეს ვინანებთ, რამდენი რამის შეცვლა მოგვინდება, მაგრამ ამაოდ. წარსული ყველაფერს მოგვტაცებს, წარსული ვეღარასოდეს გახდება აწმყო. გიყვარდეთ ერთმანეთი! ხვალ შეიძლება გვიან იყოს, ყოველი წამი დააფასეთ, ზოგჯერ შეიძლება ის ერთი წამი ინატრო მთელი ცხოვრება!", - ბრძანა სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.