logo_geo
eng_logo
პრემიერი პატრიარქის მოსანახულებლად გერმანიაში ჩავიდა
- +

16 თებერვალი. 2017. 14:27



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მოსანახულებლად ბერლინში ჩავიდა.


პრემიერი ამ წუთებში ბერლინის საერთაშორისო აეროპორტიდან იმ კლინიკისკენ მიემგზავრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული.


საქართველოს მთავრობის მეთაური პატრიარქს მოინახულებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა. როგორც ცნობილია, უწმინდესს რამდენიმე დღის წინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა. ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ის სამშობლოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner