logo_geo
eng_logo
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
- +

16 თებერვალი. 2017. 15:31


 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები გავეცანით სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებულ შეფასებათა ფუნდამეტურ კრიტერიუმებს და გვაქვს ცალსახად პოზიტიური დამოკიდებულება", - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა ავრცელებს, აღნიშნული დოკუმენტი შესრულებულია საქმის ღრმა ცოდნით.

 

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დუკუმენტი შესრულებულია საქმის ღრმა ცოდნით, პასუხისმგებლობის განცდით, ქვეყნის, საზოგადოებისა და ჩვენი მაუწყებლის  ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მიმართულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" უწყვეტი და მდგრადი განვითარებისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება „საზოგადოებრივი მაუწყებლის",  როგორც დაბალანსებული მედიაინსტიტუციისა და მედიასაშუალების, შენარჩუნებას ორპოლუსიან მედიაგარემოში, რაც ხელს შეუწყობს  ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული, სოლიდარული, სამოქალაქო  საზოგადოების განვითარებას.

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ ამ კრიზისულ პერიოდში სწორედ ის პოზიცია და ხედვა წარმოადგინა, რომელიც მას, როგორც ამ მნიშვნელოვანი მედიაორგანიზაციის მართვის უმაღლეს რგოლს, ევალებოდა და რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაუწყებლის შემდგომი შიდაკორპორატიული  მშვიდობა, მაუწყებლში სამუშაო პროცესის სრულფასოვანი აღდგენა და სტაბილური განვითარება.

 

წარმოდგენილი კრიტერიუმების საფუძველზე სამუშაო, აღმასრულებელი დოკუმენტის შემუშავებაში, კერძოდ კი, თვლადი ინდიკატორებისა და კონკრეტული კრიტერიუმების დადგენის პროცესში, ჩვენი ღრმა რწმენითა და მოთხოვნით, ჩართული უნდა იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც ნდობას მაუწყებლის თანამშრომლებიც გამოვუცხადებთ", - ნათქვამია განცხადებაში.


აქვე გთავაზობთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს განცხადებას:

http://gpb.ge/




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner