logo_geo
eng_logo
მეუფე ანდრია ციხის ადმინისტრაციას დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის
- +

16 თებერვალი. 2017. 15:56




„უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ვერ ვაზიარეთ ზუსტად იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ამას ითვალისწინებს", - ამის შესახებ მეუფე ანდრიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.


მან ციხის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა სასულიერო პირის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

 

„დარწმუნებული ვარ, ძალოვანი სტრუქტურები ასეთივე უსაფრთხოების ზომებს მისი ოჯახის მიმართაც გამოიყენებენ, თუ იქნება ამის საჭიროება", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner