logo_geo
eng_logo
კრწანისის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
- +

16 თებერვალი. 2017. 18:19



კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 17 თებერვალს განახორციელებს.


სამუშაობი ერთდროულად,  წყალსადენის ქსელის ორ სხვადასხვა მონაკვეთზე,  კრწანისის II შესახვევში და ახოსპირელის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ჩატარდება  - დამონტაჟდება ორი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი. რის შემდეგაც კრწანისის რაიონის ქუჩების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც


ხვალ, 17 თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან, 18 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

კრწანისის რაიონში:


წინანაურის ქუჩას, ორთაჭალის და კრწანისის  ქუჩების ნაწილს, ბრიტანეთის საელჩოს.


ჯიბლაძის და კუფტინის ქუჩებს, ახოსპირელის ქუჩას ჩიხებს და ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner