logo_geo
eng_logo
სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
- +

16 თებერვალი. 2017. 19:33



ხვალ, 17 თებერვალს,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.


კომპანიის ტექნიკური ჯგუფები,  ვარკეთილი 3-ში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სამ ახალ, 300 მმ-იან ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 17 თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან, 18 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:


სამგორის რაიონში:

 

ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონებს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner