logo_geo
eng_logo
მეუფე პეტრე: მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო
- +

17 თებერვალი. 2017. 15:52




ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, დაკავებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულოა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


„მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი.

 

ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ. სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - განაცხადა მეუფე პეტრემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner