logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს
- +

17 თებერვალი. 2017. 17:08



 

„ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და ეს თანხა მიმართულ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ე.წ. წითელ ზოლში მყოფი დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვას ითვალისწინებს.


ვასილ მაღლაფერიძის მტკიცებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გაკეთდეს ეკონომია.


„ეს არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი და სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს. არხის რეიტინგს განაპირობებს გადაცემები და მანამდე უნდა გამოსწორდეს არხის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომ გამოსწორდეს, ამისთვის რაღაც ნაწილში უნდა გავაკეთოთ ეკონომია, რომ ეს თანხები მივმართოთ ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. ჩვენ სხვა გზა არ ვიცით, როგორ უნდა დაიზოგოს თანხა და ბორდს შევთავაზეთ, დაიხუროს ის გადაცემები, რომლებსაც შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და ეს თანხა მიმართულ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. რეიტინგები და შეფასებები ჩვენ არ დაგვიდგენია, ეს არის ობიექტური მთვლელების დადგენილი, აქ ადამიანის ხელი არ ურევია და ჩვენი პრინციპული ხედვაა, რომ ეს არ უნდა მოხდეს სუბიექტური ფაქტორებით", - განაცხადა მაღლაფერიძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner