შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „პარაბელუმის" მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.