logo_geo
eng_logo
„პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება“
- +

18 თებერვალი. 2017. 12:39



„პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება", - ამის შესახებ ბერლინის იმ კლინიკის ექიმმა განაცხადა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფება.


„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს", - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს" ექიმმა მარტინ შტრიკმა.


როგორც ბერლინის კლინიკაში მისულმა მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილმა) განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

 

„მთავრდება სარეაბილიტაციო პერიოდი და პატრიარქი ორშაბათს საქართველოში გაემგზავრება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner