კომპანია „თელასი" თბილისის ცენტრალურ უბნებში დღეს ელექტროენერგიის მიწოდების მცირე ხნით რამდენჯერმე შეწყვეტის მიზეზს განმარტავს.
როგორც კომპანია „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ განაცხადა, გუშინ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" გაავრცელა განცხადება, რომ 18 თებერვალს, 03:00-დან 04:00 საათამდე ინტერვალში, 5-10 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებოდა ბაგებს, მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს რაიონების აბონენტებს. „სახელმწიფო ელექტროსისტემის" განმარტებით, გადართვები ხორციელდება ჩიხური სქემით სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის დაწყების გამო.