logo_geo
eng_logo
ვაზიანში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ
- +

18 თებერვალი. 2017. 13:46


 

 

18 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციისსაქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით, დაბა ვაზიანის ამბულატორიაში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ.

 

პაციენტებს საჭიროებისამებრ უფასოდ გადაეცათ მედიკამენტებიც. ბენეფიციარებს  15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი მოემსახურა.

 

სახელმწიფო უწყების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა სულხან აბესაძემ და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner