თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის შუამდგომლობით, ჩუღურეთის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქცია საქართველო-ისრაელის ერთობლივ კლინიკაში „ბიდ მედი" მოეწყო და მასში 150-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
საკრებულოს წევრმა აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა კლინიკის ხელმძღვანელობას და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.