logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
- +

18 თებერვალი. 2017. 17:42



ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"   სატუმბო სადგურს, ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

 

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად ტექნიკურ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 18 თებერვალს, 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ:

 

ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის  მიკრორაიონებს, მარგიანის, მარიჯანის, ჩიქოვანის, ასათიანის, თავხელიძის, ნადარეიშვილის, დელისის, ქავთარაძის და ზაქარიაძის ქუჩებს.

 

ვაჟა-ფშაველას ჩიხს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს.

 

წყალმომარაგება ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner