logo_geo
eng_logo
ილია მეორე თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება
- +

18 თებერვალი. 2017. 19:32


 


სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში 20 თებერვალს, 18:00 საათზე, დაბრუნდება.


კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დაბრუნდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.


შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner