logo_geo
eng_logo
ლაზარე ზაქარიაძე: მეუფე პეტრეს სააკაშვილის პორტრეტი ქართველი მეფეების გვერდით ეკიდა
- +

18 თებერვალი. 2017. 22:44



ანალიტიკოსმა ლაზარე ზაქარიაძემ ტელეკომპანია „ობიექტივი"­ს ეთერში ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მეუფე პეტრეს ეპარქიის რეზიდენციაში ზეთის საღებავებით შესრულებული მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი ჰქონდა.

 

„მეუფე პეტრე ცაავასთან შეხება მქონია. ერთხელ მასთან რეზიდენციაში მივედი მადლობის სათქმელად და იცით რა დამხვდა? ზეთის საღებავებში შესრულებული მიხეილ სააკაშვილის სურათი, რომელიც ქართველი მეფეების გვერდით ეკიდა", - აღნიშნა ლაზარე ზაქარიაძემ.


შეგახსენებთ, რომ პეტრე ცაავამ ბოლო დღეებში ხმაურიანი განცხადებები გააკეთა და განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან­რეფერატ შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოში დიდი გავლენები აქვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner