ანალიტიკოსმა ლაზარე ზაქარიაძემ ტელეკომპანია „ობიექტივი"ს ეთერში ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მეუფე პეტრეს ეპარქიის რეზიდენციაში ზეთის საღებავებით შესრულებული მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი ჰქონდა.
„მეუფე პეტრე ცაავასთან შეხება მქონია. ერთხელ მასთან რეზიდენციაში მივედი მადლობის სათქმელად და იცით რა დამხვდა? ზეთის საღებავებში შესრულებული მიხეილ სააკაშვილის სურათი, რომელიც ქართველი მეფეების გვერდით ეკიდა", - აღნიშნა ლაზარე ზაქარიაძემ.
შეგახსენებთ, რომ პეტრე ცაავამ ბოლო დღეებში ხმაურიანი განცხადებები გააკეთა და განაცხადა, რომ პატრიარქის მდივანრეფერატ შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოში დიდი გავლენები აქვს.