საქართველოს პროკურატურა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს:
„მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.